სატურნი
სატურნი


სატურნი აფელიუმში მზიდან 1 513 325 783 კმ ზე ( 10.11595804 ა.ე.) იმყოფება, ხოლო პერიფელიუმში 1 353 572 956 კმ ( 9.04807635 ა.ე.). მზიდან საშუალო დაშორების მანძილია 1 433 449 370 კმ ( 9.58201720 ა. ე. ). სიდერული ბრუნვის პერიოდია 10 სთ 34 წთ. ორბიტაზე მოძრაობის სიდერული პერიოდია 29 წელი 5 თვე 15 დღე. ორბიტის ექსცენტრისიტეტია 0.055723219. მისი ეკვატორული დიამეტრი 120 540 კმ, პოლარული დიამეტრი 108 730 კმ. მზის ირგვლივ ორბიტაზე მოძრაობის სიჩქარეა 9690 მ/წმ. მისი მასა 95 დედამიწის მასის ტოლია. გარე ღრუბლების ფენის მაქსიმალური ტემპერატურაა -139 °C (134 °K), მინიმალური -190 °C (83 °K).
სატურნის რგოლები
სატურნს ირგვლივ მკვეთრად შესამჩნევი რგოლები აკრავს, რომლის 93 % ყინულის ნაწილაკებისგან და 7 % ქვიანი მასისა და მტვრისგან შედგება. რგოლების სისქეა დაახლოებით 20 მ. ყველაზე ახლო რგოლი სატურნის ეკვატორის ზედაპირიდან 6630 კმ -ზეა, ყველაზე შორი 120 700 კმ -ზე. ამ რგოლების შესახებ 2 თეორია არსებობს. პირველი თეორია იმაში მდგომარეობს, რომ ეს რგოლები სატურნის რომელიღაც დაშლილი თანამგზავრის ნაწილებია, ხოლო მე 2 თეორიის მიედვით, მილიარდობით წლის წინ მზის სისტემის ამ ადგლზე სატურნი სწორედ ამ მტვრის ნაწილაკების შეერთებით წარმოიქმნა.
Comments
Post a Comment